ფეხბურთი

22:23 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრების მწვრთნელია

პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში დაინიშნა. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და სამშაბათს პორტუგალიელ სპეციალისტს ოფიციალურად მედიის წინაშე წარადგენენ.

სანტუში პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ჩესლავ მიხნიევიჩს შეცვლის, რომელიც მუნდიალის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავის მხრივ, ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014-2022 წლებში ავარჯიშებდა და სამსახურიდან ისიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაითხოვეს. მან პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოაგებინა.

აქვე გეტყვით, რომ ფერნანდუ სანტუშს უცხოეთში მუშაობის გამოცდილება აქვს - ჯერ ბერძნულ კლუბებს წვრთნიდა, მერე კი 2010-2014 წლებში საბერძნეთის ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115024