ღამით NFL-ში ნაციონალური და ამერიკული კონფერენციის ნახევარფინალები გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ კონფერენციის ფინალში „ცინცინატი ბენგალსი“ და „სან ფრანცისკო ფორთინაინერსი“ ითამაშებენ.
„ცინცინატი“ ბენგალსმა „ბაფალო ბილსი“ 27:10 დაამარცხა. ამ შეხვედრის გამორჩეული მომენტი ის იყო, როდესაც მთელი სტადიონი დამარ ჰამლინის ეკრანებზე გამოჩენას მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჰამლინს მოედანზე გული გაუჩერდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ. ჰამლინის ბრძოლით შეგულიანებულმა „ბილსის“ მოთამაშეებმა ვერ მოახერხერს „ბენგალსის“ გამთამაშებლის, ჯო ბეროუს და მისი თანაგუნდელების კარგი თამაშის შეჩერება და დამარცხდნენ.
მეორე ნახევარფინალი შედარებით დაძაბული გამოდგა. „ცინცინატი ბენგალსმა“ „დალას ქაუბოისი“ ერთი თაჩდაუნის უპირატესობით, 19:12 დაამარცხა და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდში შესანიშნავად ურტყავდა კარში რობი გოლდი, ვინც დიდწილად განაპირობა კიდეც სან ფრანცისკოელთა გამარჯვება.
ნაციონალური ლიგის კონფერენციის ფინალში „სან ფრანცისკო ფორთინაინერსი“ „ფილადელფია იგლზს“ დაუპირისპირდება, ამერიკული ლიგის კონფერენციის ფინალში კი „ცინცინატი ბენგალსის“ მეტოქე „კანზას სიტი ჩიფსი“ იქნება. შეხვედრები 30 იანვარს გაიმართება და გამარჯვებული გუნდები სუპერ ბოლის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.