ფეხბურთი

2:32 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" და "ბარსას" დაგეგმილი გამარჯვებები

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ და „რეალმა“ დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში ვითარება უცვლელი დარჩა.

„რეალს“ ფურცელზე უფრო რთული მატჩი ჰქონდა და „სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო - 2:0. „სამეფო კლუბმა“ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა - ჯერ კარიმ ბენზემამ გახსნა ანგარიში, მერე ტონი კროოსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოიგო, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა მოიპოვა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს პედრიმ გაიტანა.

ამრიგად, „ბარსელონას“ 44 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „რეალი“ მას სამი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში მადრიდელები „სოსიედადს“, ხოლო კატალონიელები „ჟირონას“ შეხვდებიან.

„ბილბაო“ – „რეალი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბენზემა (24), 0:2 კროოსი (90)

„ბარსელონა“ – „ხეტაფე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პედრი (35)

0.114839