სამთო მოთხილამურეთა თასის სლალომის ეტაპი, რომელიც ავსტრიის კიცბუელში ჩატარდა, შვეიცარიელმა დანიელ იულემ მოიგო. მეორე ადგილი კი ბრიტანელმა დეივ რიდინგმა დაიკავა, ვინც იმავე, განსლერნის ფერდობზე შარშან გაიმარჯვა.
იულემ, ვისაც შოტლანდიელი მშობლები ჰყავს, თავის მეგობარ რიდინგს 0.40 წამით აჯობა. თუმცა ბრიტანელისთვის ესეც მიღწევაა, რადგან პირველი ცდის შემდეგ, მას მხოლოდ მე-16 ადგილი ეკავა. მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ლუკას ბრაათენმა დაიკავა.
ეს ამ სეზონში იულეს მეორე გამარჯვებაა. ამასთან, კიცბუელშიც მეორედ მოიგო. შვეიცარიელმა პირველად იქ 2020 წელს გაიმარჯვა. რაც შეეხება რიდინგს, ის პირველი ბრიტანელია, ვინც მსოფლიო თასის 55-წლიან ისტორიაში, გამარჯვებას მიაღწია. ამასთან, ის მსოფლიო თასის ისტორიაში, ყველაზე ხნიერი (35 წლისა) მამაკაცი გამარჯვებულიცაა. ის მეორე ცდაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ გამარჯვების გასამეორებლად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბრაათენი თავისი მესამე ადგილით, სლალომის ჩათვლაში ლიდერი გახდა. ის მხოლოდ ხუთ ქულას უგებს თანამემამულე ჰენრიკ კრისტოფერსენს. იულე კი მესამეზეა.