იტალიის ქალაქ ტრიესტეში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია, კერძოდ ფრიული, ვენეცია, ჯულიას რეგიონი 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იყვნენ სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.
საქართველოს დელეგაციიდან ასპარეზობაში პირველი 22 იანვარს სნოუბორდისტი ნიკოლოზ გაბულდანი ჩაერთვება.
GEONOC.ORG.GE