ფეხბურთი

16:58 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ტოტენჰემს" სეზონის ბოლოს დატოვებს

ლონდონის „ტოტენჰემს“ ანტონიო კონტე სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ეს უკვე გადაწყვეტილია, რადგან კონტეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი განახლება არ შეუთავაზებიათ.

გარდა ამისა, კონტესაც ინგლისური გუნდის დატოვება სურს, რადგან სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ერთად უფრო მეტი დროის გატარება უნდა. ამდენად, არც იტალიელი სპეციალისტი აპირებს ლონდონში დარჩენას.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის შემოდგომაზე დანიშნა, როდესაც მაურისიო პოჩეტინო შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101544