ფეხბურთი

0:15 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "სკუდეტო? განუმეორებელი შესაძლებლობა გვაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღიარა, რომ მიმდინარე სეზონში მის გუნდს სკუდეტოს მოგების განუმეორებელი შანსი აქვს, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან.

„პირველ ტაიმში ძალიან ნელ ტემპში ვითამაშეთ და გოლამდე თამაშის ხარისხი არ მომეწონა. თუმცა, კარგია, რომ პირველი საგოლე კომბინაცია გავათამაშეთ, რადგან სწორედ ასე იქმნება სხვაობა და საბოლოოდ, გამარჯვებისთვის საჭირო ორი გოლი გავიტანეთ.

ვიცით, რომ ფეხბურთში მშვიდად ვერასდროს იქნები. მერეტს პიონტეკის ის დარტყმა რომ არ მოეგერიებინა, თამაში გაიხსნებოდა. მერეტი უნდა შევაქოთ, რადგან სიცხე ჰქონდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ეთამაშა. სკუდეტო? ვიცით, რომ ცხოვრებაში განუმეორებელი შანსი გვაქვს და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ, თავმდაბლობით უნდა ვითამაშოთ და ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, მშვიდად და პროფესიონალური მიდგომით. "იუვენტუსის" დასჯა? არ ვიცი რა მოხდა და ვერ ვილაპარაკებ. თუმცა, სკუდეტოსთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შეუძლია და ჩვენთვის არაფერი იცვლება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია და „მილანს“ 12 ქულით უსწრებს (ლომბარდიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული), ხოლო მომდევნო ტურში „აძური“ 29 იანვარს „რომას“ უმასპინძლებს. მანამდე ერთი კვირაა და სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ მზად იქნება, რომელმაც ბოლო ორი თამაში გრიპის გამო გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112612