რაგბი

19:44 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ამაშუკელმა რაგბის ჩემპიონთა თასზე წარმატებულად იმსაჯა

სარაგბო ჩემპიონთა თასზე A ჯგუფის მე-4 ტურის მატჩი „ჰარლექვინსსა“ და „შარქსს“ შორის გაიმართა, რომლის მსაჯიც ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო.



ამაშუკელმა მატჩს თავი კარგად გაართვა. პირველი ტაიმის ბოლოს მან ერთი შეხედვით საკამათო ეპიზოდი კარგად შეაფასა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც „შარქსის“ სამხრეთ აფრიკელმა მეორეხაზელმა, ებენ ეცებეთმა რაქში ჩახსნილი ჯო მარლერის შეცდომით ისარგებლა, მეტოქის 9 ნომერს, დენი ქეას ბურთი მოჰპარა და ლელო დადო. მეტოქის პროტესტის მიუხედავად, ამაშუკელის გადაწყვეტილება გამართლდა და ეს ვიდეო რეფერიმაც დაადასტურა.

საბოლოოდ, მატჩი „ჰარლექვინსის“ გამარჯვებით, 39:29 დასრულდა. ინგლისელებმა მეორე გამარჯვება მოიპოვეს 12 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელის წარმატებული სამსაჯო კარიერა 6 ერზე გაგრძელდება, სადაც ის საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირებას გაუძღვება. ის გახდა პირველი რეფერი ტიერ 2 სარაგბო ქვეყნებიდან, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს.

0.126732