მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას ლონდონის „არსენალს“ უკავშირებენ, მაგრამ „სამეფო კლუბი“ ფრანგ ფეხბურთელის გასხვისებას როგორც ჩანს არ აპირებს.
როგორც „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, კამავინგა ხელშეუხებელი ფეხბურთელია:
„კამავინგა ხელშეუხებელი მოთამაშეა, როგორც მოდრიჩი და კროოსი“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ედუარდო კამავინგამ „რეალის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა.