სხვა

23:59 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიჩქარის დედოფალმა გოჯამ კორტინაში დაშვების რბოლა მოიგო

იტალიელმა სოფია გოჯამ, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის კორტინა დ’ამპეცოს დაშვების რბოლა მოიგო და ამ სახეობაში უპირატესობა გაზარდა. მან 0.13 წამით აჯობა მეორეზე გასულ სლოვენიელ ილკა სტუჰეცს.

ამ მოგებით, გოჯას დაშვების ჩათვლაში 480 ქულა დაუგროვდა და ის 208 ქულას უგებს მეორეზე მყოფ სტუჰეცს. 30 წლის იტალიელს, ამ სეზონში ჩატარებული ხუთიდან, ოთხი დაშვება აქვს მოგებული. არადა, სენტ მორიცში ხელის თითების მოტეხვის მიუხედავად, რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა აბსოლუტური ჩათვლის ლიდერი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი. ის გოჯას 0.50 წამით ჩამორჩა. შიფრინს მსოფლიო თასზე 82 მოგება აქვს, ზუსტად იმდენი, რამდენიც მის თანამემამულე ლინდსი ვონს. ამაზე მეტი რბოლა, ქალ მოთხილამურეებში არავის მოუგია.

კორტინაში ამ უქმეებზე კიდევ ორი რბოლაა - დაშვება და სუპერ-გიგანტი.

0.123037