ესპანეთის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, 8 გუნდი დაწყვილდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კოპა დელ რეის ხსენებულ სტადიაზე ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება. დანარჩენი წყვილები კი ასეთია:
„რეალი“ – „ატლეტიკო“
„ოსასუნა“ – „სევილია“
„ბარსელონა“ – „სოსიედადი“
„ვალენსია“ – „ბილბაო“
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 24. 25 და 26 იანვარს გაიმართება.