იტალიური „რომა“ ნიკოლო ძანიოლოს გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
„ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მზადაა 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე თვეში შეელიოს, თუ 35-40 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს. იტალიელ შემტევს ყველაზე აქტიურად ინგლისურ კლუბებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლიდან თამაშობს და 128 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი. ძანიოლო მანამდე „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ აკადემიაში თამაშობდა.