ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და როგორც თქვა, რომ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვერმოხვედრის გამო იმედგაცრუებული იყო. თუმცა, გიორგიმ ორივე თამაშში გოლი გაიტანა და მწვრთნელს დაუმტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს.
„კონკურენტუნარიანი ვარ და როგორც, ნებისმიერ მოთამაშეს, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, სურს მოედანზე ყოფნა, ასევე მეც. ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ დავბრუნდი, გადამწყვეტი ვიყავი და ორივე თამაშში გუნდს გოლით დავეხმარე.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მე-12 ადგილზე ვიყავით, მაგრამ შესანიშნავი სერია გვაქვს, რამდენიმე მატჩია არ წაგვიგია და ასე უნდა გავაგრძელოთ. ლიგა 2-ში საუკეთესო შეტევა გვყავს, ახლა მთავარია არ გავუშვათ და ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მგონია, რომ ადრე ცოტა ბევრ გოლს ვუშვებდით, ახლა გაცილებით ნაკლებს ვუშვებთ და ამან ყველაფერი შეცვალა“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 2-ში მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „ბორდოს“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, 2 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, მიქაუტაძე 9 გოლით ბომბარდირთა დავაში „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშ მაჯას შემდეგ მეორე პოზიციაზეა.