ცნობილმა კომენტატორმა, გენადი ორლოვმა, „ნაპოლის“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ხვიჩა ნიჭიერია, მაგრამ შევჩენკოსთან შედარება, ახლა არ იქნება სწორი. გაუმართლა, რომ იტალიაში საქართველოს გავლით ჩავიდა. მასში ფული ქართულმა მხარემ მიიღო და არა ჩვენმა აგენტებმა.
ხვიჩა რუსეთში ყოფნისას ხუთ-შვიდი სანტიმეტრით გაიზარდა. ის სწორად დარბის, აქვს სიჩქარე და რაც მთავარია - არ ეშინია მოწინააღმდეგის მოტყუება. ქართველებმა კარგად იციან ეს ხერხი. შეგიძლიათ გაიხსენოთ მესხი და მეტრეველი. მათ ეზოებში არსებობს ძველი ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
წავიკითხე, რომ „მანჩესტერ სიტის“ მისი ყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლო. სასაცილოა. ხვიჩა „ნაპოლის“ არ დატოვებს. სულელი ხომ არ არის? ახლა მას სჭირდება „ნაპოლი,“ ის იქ გმირია.
შესანიშნავად უგებს ნიგერიელ ოსიმენს. როგორი გადაცემა შეასრულა „იუვენტუსთან“ ბოლო მატჩში? თავის დროზე სლუცკიმ „რუბინში“ ვერ მისცა ხვიჩას ის, რაც სჭირდებოდა. მაგრამ როდესაც სპალეტისთან მოხვდა, პროგრესი მაშინვე დაიწყო.
ასე რომ, შეადარეთ სლუცკი და სპალეტი. ხვიჩამ თავისი ნიჭისთვის სადარი მწვრთნელი იპოვა.“ - ციტირებს ორლოვის სიტყვებს Sport24.