ფეხბურთი

18:18 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა, "სალერნიტასთან" მისი თამაში საეჭვო არაა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს ტურში „სალერნიტანასთან“ ითამაშებს. ამის შესახებ ნეაპოლური გამოცემები წერენ.

კვარაცხელიამ იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ მატჩი სიცხის გამო გამოტოვა, მაგრამ საგანგაშო არაფერია - ლუჩანო სპალეტიმ ის სიფრთხილის მიზნით დაასვენა, რადგან წინ გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩებია და იტალიელ მწვრთნელს სურს, რომ გუნდის ლიდერი მზად იყოს.

დღეს კვარაცხელიამ სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა „სალერნიტანასთან“ გასამართ მატჩში მისი მოედანზე ყოფნა ეჭვს არ იწვევს.

„სალერნიტანა“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

0.114443