ფეხბურთი

11:58 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეგჰორსტმა 27 ნომრის ასაღებად ნებართვა ალექს ტელეშისგან აიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა, ვოუთ ვეგჰორსტმა ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ აირჩია ახალ კლუბში 27 ნომრით თამაში.



„ორისა და შვიდის ჯამი ცხრიანს შეადგენს, ეს კი ფორვარდის ნომერია და ამიტომ მსურდა ამ ნომრით მეთამაშა. როდესაც ამ გუნდში მოვედი მითხრეს, რომ ეს ნომერი ალექს ტელეშს ეკუთვნოდა, ამიტო მე მას დავურეკე და ვთხოვე. მან მითხრა, რომ პრობლემა არ ექნებოდა, ასე რომ მასაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. 27 ნომრით ვითამაშებ და ამ ციფრთან დაკავშირებით კარგი წინათგრძნობა მაქვს“ - განაცხადა ვეგჰორსტმა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ნიდერლანდელი შემტევი სეზონის ბოლომდე იჯარით „ბარნლიდან“ დაიმატეს. ვეგჰორსტმა თავი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა, სადაც არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე შემოსულმა დუბლი შეასრულა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

0.137761