ფეხბურთი

10:16 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო სარაბია კარიერას „ვულვერჰემპტონში“ განაგრძობს

ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია პრემიერლიგური „ვულვზის“ ღირსებას დაიცავს. სარაბიამ 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.



„რეალ მადრიდის“ აღზრდილი 30 წლის ფეხბურთელი ბოლოს „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა, სადაც 98 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

სხვადასხვა დროს, სარაბია „სპორტინგის“, „ხეტაფეს“ და „სევილიას“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რეალ მადრიდის“ ძირითად გუნდში კი მხოლოდ 1 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სარაბიას რეგულარულად იწვევენ ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც მის ანგარიშზე ჩატარებულ 26 მატჩში 9 გატანილი გოლია (ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების კარში). იგი „ფურია როხას“ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ეხმარებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112909