„პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარაცხელიას ტრანსფერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულია.
„ფეხბურთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვადევნებ თვალს, მაგრამ კვარაცხელიას ტრანსფერი გამორჩეულია. ის შეიძლება ნამდვილი ბზარი გახდეს, სიხარულით თამაშობს და მომატების საკმარისი პოტენციალი აქვს“, - თქვა ლო მონაკომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.