„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ესპანეთის თასის მერვედფინალში ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მეკარეების შესახებ ისაუბრა, რადგან შეკითხვა დაუსვეს, ამჯერად თუ მიეცემა თამაშის შესაძლებლობა იაგო ერერინს.
„ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. პრობლემა მხოლოდ მამარდაშვილის ან იაგოს შესახებ არ არის. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. მეკარის, მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების შესახებაც“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, თასის გათამაშებაში ესპანელი ჟურნალისტები სათადარიგო მეკარის, იაგო ერერინისთვის სათამაშო დროის მიცემას ვარაუდობდნენ, მაგრამ 1/16 ფინალში, გაცილებით დაბალი დონის მეტოქის, „ლა ნუსიას“ წინააღმდეგ გატუზომ ძირითადში მამარდაშვილი გაამწესა და ერერინი მხოლოდ 78-ე წუთზე ჩართო შეხვედრაში.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა.