„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი სხვადასხვა გამოცემებმა გამოარჩიეს, მათ შორის, Goal Italia-მ და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა, რომლის სიმბოლურში კვარა ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა.
კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ მოგებულ მატჩში (5:1) დიდებულად ითამაშა, გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და კიდევ ერთ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.