ფეხბურთი

11:19 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ნონი მადუეკეს დაიმატებს

„ჩელსიმ“ პსვ-ს 20 წლის შემტევ ნახევარმცველთან, ნონი მადუეკესთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლა სკირა. „ლურჯები“ ნიდერლანდულ კლუბს ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ნონი მადუეკე ინგლისელი გახლავთ და 2018 წელს „ტოტენჰემის“ აკდემიიდან პსვ-ში გადავიდა. ჯამში ეინდჰოვენელთა შემადგენლობაში მან 45 მატჩი ჩაატარა და 10 ბურთი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ნონიმ 4 შეხვედრაში ერთხელ გამოჩინა თავი.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსი“ ერთობ აქტიურია. მადუეკეს გარდა მათ უკვე შეიძინეს: ნორვეგიული „მოლდეს“ ფორვარდი, დავიდ ფოფანა, „მონკოს“ მცველი, ბენუა ბადიაშილე, ბრაზილიური „ვასკუ და გამას“ შუახაზელი, ანდრე სანტოსი და „შახტარის“ ნახევარმცველი, მიხაილ მუდრიკი. ასევე იჯარით აიყვანეს მადრიდის“ატლეტიკოს“ შემტევი, ჟოაუ ფელიქსი.

0.114566