კალათბურთი

2:05 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილუოკიმ" "ინდიანას" მოუგო, მამუკელაშვილი და ბითაძე არ ათამაშეს

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსიმ“ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა და 132:119 დაამარცხა.

„ინდიანამ“ პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგო, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მარცხი განიცადა. ორივე ქართველი კალათბურთელი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არც ბითაძეს მისცემია და არც მამუკელაშვილს.

„მილუოკიში“ საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელმაც 35 ქულა და 11 პასი მიითვალა, ხოლო „ინდიანაში“ მაილს ტერნერმა 30 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

„მილუოკი ბაქსი“ 28 მოგებით და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს, „ტორონტოსთან“ გამართავს. „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, რის შედეგადაც 23 გამარჯვებით და 22 მარცხით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრაში 19 იანვარს, „ოკლაჰომა სიტის“ დაუპირისპირდება.

0.104348