ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ბრიტანული მედიის ცნობით, „ჩელსის“ სამი ფეხბურთელით ინტერესდება.
The Telegraph-ის ცნობით, „ჯორდების“ ინტერესის სფეროში ჰაკიმ ზიეში, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და კონორ გალაჰერი მოხვდნენ. „ჩელსიმ“ მიმდინარე სატრანსფერო სესიაზე დიდი ფული დახარჯა, ამიტომ, ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი გაასხვისოს.
თუმცა, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ზემოხსენებული ფეხბურთელებიდან „ჩელსის“ სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ ზიეშის გასაშვებადაა მზად.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 19 თამაშში მოპოვებული 38 ქულით მესამე ადგილზეა, პარალელურად ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალშია გასული.