ფეხბურთი

20:40 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ შესაძლოა "ტოტენჰემი" დატოვოს

ანტონიო კონტემ შესაძლოა „ტოტენჰემი“ საკუთარი ნებით დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი არც თავისი მუშაობითაა კმაყოფილი და არც კლუბის ხელმძღვანელობის.

კონტე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მინიმუმ ორი ფეხბურთელის დამატებას ითხოვს, თუმცა მისი სურვილი კლუბმა ამ დრომდე ვერ შეასრულა. გარდა, „ტოტენჰემი“ არასტაბილურად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.

იტალიელ სპეციალისტს „დეზებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 19 თამაშში მოპოვებული 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი „მილანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116734