ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.
თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაჯმა 15:14 დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი პოლონელ კინგა დროჟთან 15:9 თავად დამარცხდა და მეორე კატეგორიის სინჯის მედალს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ნინას გარდა ამავე ტურნირზე კიდევ ორი ქართველი - ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ვერცხლი, ხოლო ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.