სხვა

2:01 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანის ოქროს მედალი მსოფლიო თასზე

ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ვერცხლის შემდეგ ოქროს მედალიც მოიპოვა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ უმაღლესი სინჯის მედალი ხმლით ფარიკაობაში დაისაკუთრა.

2023 წლის პირველ ტურნირზე ხეცურიანმა ნახევარფინალში უნგრელ მეზოს დიდი უპირატესობით - 15:4 აჯობა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში იტალიელი მოწინააღმდეგე პასკუინო ანგარიშით 15:11 დაამარცხა და პირველობა არავის დაუთმო.

აქვე გეტყვით, რომ 1 დღის წინ, ირმამ ვერცხლის მედალი ამავე ტურნირზე რაპირით ფარიკაობაში მოიპოვა. ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპრეზობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115579