სხვა

0:27 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გუტ-ბერამიმ ბრინიონეს დუბლის საშუალება არ მისცა

ავსტრიის სენტ ანტონში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სუპერ-გიგანტის რბოლა გაიმართა, რომელშიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ გაიმრჯვა. მან იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მისცა.

შაბათს, იმავე სახეობაში, ბრინიონემ გაიმარჯვა, ვინც პირველი იტალიელი სამთო მოთხილამურე ქალი გახდა, რომელსაც მსოფლიო თასზე 21 რბოლა აქვს მოგებული. იმ რბოლაში გუტ-ბერამი მესამე ადგილს დასჯერდა.

მაგრამ 24 საათის შემდეგ, ის კარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გუტ-ბერამიმ წინა დღის ტრიუმფატორი 0.15 წამით ჩამოიტოვა. მომდევნო ორი ადგილიც იტალიელებმა დაიკავეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი მარტა ბასინო დადგა.

ეს მსოფლიო თასზე გუტ-ბერამის 36-ე გამარჯვებაა. ამ სეზონში მან მხოლოდ მეორე რბოლა მოიგო. პირველ გამარჯვებას კლინგტონში (აშშ, ნოემბერი), გიგანტურ სლალომში მიაღწია.

ბრინიონემ ზედიზედ მეორე გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ ამ ორი რბოლის წყალობით, სუპერ-გიგანტის კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

0.116587