"მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავ ფორმაშია და პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც საჩემპიონო შანსიც გაუჩნდა. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგი ჯერ ამაზე არ ფიქრობს და მხოლოდ გუნდის მენტალიტეტზე მუშაობა სურს.
„ფანებს შეუძლიათ სკუდეტოზე იოცნებონ, მაგრამ ჩვენ - არა. ჩვენ საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ და გავაცნობიეროთ, რომ თამაშში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებული. ხშირად ვსაუბრობთ გუნდის განვითარებასა და ტაქტიკაზე, მაგრამ მწვრთნელისა და მისი პერსონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მენტალიტეტზე მუშაობაა და ეს მრავალი ელემენტისგან შედგება.
გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებმაც იციან, რომ ერთ მომენტს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, უკეთ გავუმკლავდებით მსგავს სიტუაციებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე აღზევდა, „მანჩესტერ სიტის“ კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.