ფეხბურთი

15:43 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "კვარაცხელიას გოლზე ვიყვირე და ჩემი ცოლი შევაშინე"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისე ხმამაღლა იყვირა, რომ თავისი მეუღლე შეაშინა. საკი ფიქრობს, რომ ლუჩანო სპალეტის სკუდეტოს მოგების დრო დაუდგა.

„ახლა სპალეტის ვგულშემატკივრობ, კვარას გოლზე დავიყვირე კიდეც. ჩემი ცოლი გაოცებული და შეშინებული იყო: „არიგო, რა ხდება“ - დაიყვირა. სპალეტისთვის დადგა სკუდეტოს მოგების დრო, იმიტომ, რომ მისი თამაშის სტილი და იდეები ყველაფრის ცენტრშია, იტალიაში ის გამონაკლისია. ყველას აჩვენებს, რომ სილამაზე ღირებულებაა და არა ოცნება.

„ნაპოლიდან“ განსაკუთრებით მოხიბლული ვარ ლობოტკას, კვარაცხელიასა და ოსიმენის თამაშით“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.

0.112449