ფეხბურთი

14:28 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "არ მაინტერესებს პრემიერლიგას თუ ვერ მოვიგებთ, ეს ბოლო წლებში ბევრჯერ გავაკეთეთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პრობლემა არ არის, თუ პრემიერლიგას ვერ მოიგებენ, რადგან ბოლო წლებში ეს ტიტული ბევრჯერ მოიგეს.

„მანჩესტერს“ ვულოცავ გამარჯვებას და შესანიშნავ თამაშს. ჩვენ სწორი მიდგომა გვქონდა დერბის მოსაგებად, ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ. ზოგადად, არაფერს ვნანობ, ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ.

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, თუ პრემიერლიგისა და ინგლისის ლიგის თასის მოგება არ შეგვიძლია. ბოლო წლებში ბევრი ტიტული მოვიგეთ და ეს პრობლემა არ არის“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ შუა კვირაში ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა, ახლა კი მანჩესტერული დერბიც წააგო და „არსენალს“ უპირატესობის გაზრდის შანსი მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114431