ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობისას ინგლისელ ჯასტინ მურს 15:3 აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგი სოფი საბლონი ანგარიშით 15:4 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ტაილანდელ საისუნ იანასთან 15:10 წააგო, მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რაპირით ფარიკაობის შემდეგ ქართველი პარამოფარიკავეები ძალებს ხმლით ფარიკაობაში მოსინჯავენ და მედლებისთვის დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.