ავტოსპორტი

0:04 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ახალ მანქანას პირველი გვიჩვენებს

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონმა „რედ ბულმა“, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის პირველი ჩვენების თარიღი და ადგილი გამოაცხადა. ავსტრიული გუნდი პრეზენტაციას ნიუ იორკში, 3 თებერვალს ჩაატარებს.

„ახალი კომპლექტი, ახალი მანქანა, (ახალი) ნიუ იორკი. 3 თებერვალს ჩვენთვის ყველაზე გამორჩეულ წარდგენას ჩავატარებთ ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს, ნიუ იორკში. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი მანქანის წარდგენა აშშ-ში ჩატარდება. და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს იყოს ფორმულა 1-ის ისტორიაში უდიდესი წარდგენა“, - ტვიტერი წერს „რედ ბული“.

ხარებმა გასულ სეზონში, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მერსედესის“ რვაწლიანი ჰეგემონია დაასრულეს. მათმა ჰოლანდიელმა ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა კი ზედიზედ მეორედაც მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ამგვარად, „რედ ბული“ პირველი გვიჩვენებს თავის ახალ მანქანას. მის შემდეგ კი, 6 თებერვალს პრეზენტაციას „უილიამსი“ ჩაატარებს.

„რედ ბულის“ მსგავსად, თავის ახალ მანქანას ნიუ იორკში, მისი შვილობილი „ალფატაურიც“ გაგვაცნობს. „ალფა რომეოს“ და „ჰაასს“თავიანთი პრეზენტაციების თარიღები ჯერ არ გამოუცხადებიათ.

0.116412