ფეხბურთი

0:36 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ოლექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.



პეტრაკოვსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინწინ დადასტურდა, დღეს კი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ 65 წლის სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.

პეტრაკოვმა სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოაკინ კაპაროსი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებმა 15 მატჩი გამართა, 6 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 2 კი წააგო. მისმა გუნდმა მუნდიალზე გასვლა ვერ მოახერხა, რადგან უელსის ნაკრებთან პლეი ოფში დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით D ჯგუფში, ხორვატიის, უელსის, თურქეთისა და ლატვიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11723