ფეხბურთი

22:13 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ და „რომას“ გულშემატკივრებს 2 თვით საგარეო მატჩებზე დასწრება აეკრძალათ

ას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლისა“ და „რომას“ გულშემატკივრებმა ავტობანზე იჩხუბეს, ამ გუნდების ფანებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში საგარეო მატჩზე დასწრება აეკრძალათ.



ნეაპოლელი გულშემატკივრები გენუაში მიდიოდნენ, სადაც მათი გუნდი „სამპდორიას“ უპირისპირდებოდა. „პარტენოპეის“ ტიფოზებმა A1 ავტობანზე რომაელთა ავტობუსებს მაშხალები და ქვები დაუშინეს. ამას თავის მხრივ, მილანში მიმავალი რომაელი გულშემატკივრებიც არ შეეგუვნენ და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ავტობანის დაკეტვა გახდა საჭირო.

ამ საკითხზე მსჯელობის შემდეგ იტალიაში მიიღეს გადაწყვეტილება, ორივე გუნდის გულშემატკივრები დაესაჯათ და მომდევნო 2 თვის განმავლობაში, საგარეო მატჩებზე დასწრების უფლება აეკრძალათ.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსმა განაცხადა, რომ ასეთი ქცევები შესაძლოა კიდევ განმეორდეს. რის გამოც გულშემატკივრებს მსგავსი აკრძალვა დაუწესა. გარდა ამისა, მან რომსა და ნეაპოლში მცხოვრები გულშემატკივრებისთვის ამ აკრძალვის პერიოდში საგარეო მატჩების ბილეთების გაყიდვაც აკრძალა.

თეგებინაპოლირომა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10622