„ევერტონის“ დირექტორთა საბჭო პრემიერლიგაში მიმდინარე მატჩს, „საუთჰემპტონის" წინააღმდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო არ ესწრება.
კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭოს გულშემატკივართა პროტესტის გამო ურჩიეს მატჩს არ დასწრებოდნენ. მისი თქმით ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რადგან აქამდე არასდროს გაცემულა ბრძანება იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების მიზნით დირექტორთა პრემიერ ლიგის შეხვედრაზე არ მისულიყვნენ.
„ევერტონის“ წინააღმდეგ გულშემატკივრები დიდ პროტესტს გამოხატავენ. ისინი ბორდის გადადგომას მოითხოვენ, ნაწილი კი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის წასვლასაც უჭერს მხარს. ამის გამო დირექტორთა საბჭოს გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ ფანებისგან დიდი აგრესია წამოვიდეს.
„კანფეტები“ პრემიერლიგის ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფებიან, ზედიზედ 8 მატჩია გამარჯვება არ მოუპოვებიათ და ორივე თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.