კალათბურთი

18:16 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტის ხელმოწერილი მაისური აუქციონზე იყიდება

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მაისური, რომელიც მას იმ სეზონში ეცვა, რომელშიც MVP-ის ჯილდო მოიპოვა, აუქციონზე იყიდება.



ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მაისურის ღირებულებამ 7 მილიონ დოლარს შეიძლება მიაღწიოს.

კობი ბრაიანტს ეს მაისური 2007-08 სეზონში ეცვა, ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მან MVP-ის ტიტული მოიპოვა თავის 20-წლიან კარიერაში.

აუქციონის მასპინძელმა Sotheby-მ განაცხადა, რომ ეს „შავი მამბას“ ყველაზე ძვირადღირებული მაისურია, რომელიც აუქციონზე გაიყიდება, რადგან ამ ფორმით 8 თვის განმავლობაში „ლეიკერსის“ ლეგენდამ 645 ქულა ჩააგდო.

მასზე შეთავაზებები 2 თებერვლიდან დაიწყება და ივარაუდება, რომ ის 5-7 მილიონ დოლარად გაიყიდება.

0.114617