ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი აკტაუს „კასპიიმ“ ოფიციალურად დაადასტურა.
„კასპიის“ კახა ცხადაძე წვრთნის და ამ გუნდის რიგებში ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმიდან“ გიორგი ფანცულაია გადავიდა.
ჯაბა ჯიღაური „დინამო ბათუმში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ის ბათუმური კლუბის მაისურით საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
30 წლის ფეხბურთელს „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „ვარდარში“, „ორდაბასსა“ და „გრენობლშიც“ უთამაშია. ასე რომ, ყაზახეთში თამაშის გამოცდილება („ორდაბასი“) უკვე აქვს. საქართველოს ნაკრებში ჯაბას აქტივში 22 მატჩია, გოლი კი არ გაუტანია.