ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მარცხის (1:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის უმძიმესი მარცხი და გუნდმა უხეში შეცდომები დაუშვა, რაც ძვირად დაუჯდა.
„ვულოცავ „ნაპოლის“. ჩვენ ყველა გაშვებული გოლის დაბალი ენერგიით ვითამაშეთ, 20 წუთის შემდეგ გარკვეული სირთულეები გვქონდა, 2:0-ის შემდეგ კი რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. როგორც წესი, წელიწადში არის ერთი მატჩი, რომელშიც ყოველი დარტყმა შეიძლება გოლად იქცეს. სეზონი გრძელია და ქულების ანაზღაურება შეიძლება.
ეს არ არის უმძიმესი მარცხი, ყველა მარცხი მძიმეა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ახლა იტალიის თასის მატჩი გველოდება და ამაზე უნდა ვიფიქროთ, „ნაპოლიმ“ გამარჯვება დაიმსახურა. როდესაც ასეთ მატჩში მსგავს შეცდომებს უშვებ, ძნელია გოლი არ გაუშვა. „ნაპოლი“ იმსახურებს პირველ ადგილზე 10-ქულიანი უპირატესობით ყოფნას. უარყოფითშიც უნდა დავინახოთ პოზიტივი და ასეთი მატჩისგან ვისწავლოთ. თუ შეცდომებს დაუშვებ, მისი საფასურის გადახდა. დამარცხებამ არ უნდა დაგვშალოს, ისევე, როგორც ზედიზედ 8 გამარჯვებას ეიფორია არ უნდა გამოეწვია. ანიელის ბოლო თამაში? ვწუხვართ, რომ პრეზიდენტი ასეთი მარცხით გავაცილეთ. ახლა წინ უნდა ვიყუროთ და ვიფიქროთ სეზონის მიზნებზე.
ეს ფეხბურთია, პირველივე ჩაწოდებით გოლი გავუშვით, „ნაპოლის“ დიდი დამსახურებაა, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო. რაც დღეს მოქმედებს, ორ თვეში აღარ მოქმედებს, ფეხბურთი ასეთია. ვნახოთ, ორ თვეში სად ვიქნებით“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 37 ქულით მეორე-მესამე ადგილს „მილანთან“ ერთად იყოფს. „ბიანკონერი“ მომდევნო ტურში 22 იანვარს, „ატალანტას“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე იტალიის თასის მერვედფინალში „მონცას“ შეხვდება.