ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო ფიქრობს, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩში მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ამ თამაშის გასაღებია.
„მატჩის გასაღები კვარაცხელია იქნება. „სამპდორიასთან“ დავინახე, რომ საინტერესო მანევრით დაბრუნდა. „იუვენტუსი“ თუ წააგებს, 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ფიქრი ძნელი იქნება“, - თქვა დი კანიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.