ფეხბურთი

13:06 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა - დავით სამურკასოვი და ოთარ გოშაძე.

24 წლის ნახევარმცველი სამურკასოვი „ლოკომოტივის“ აღზრდილია და 2014-2022 წლებში თბილისელთა ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო სეზონი ბერძნულ „ეპისკოპიში“ გაატარა.

26 წლის მეკარე გოშაძე ბოლოს თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი იყო, მანამდე კი „საბურთალოს“, „თელავის“, „სიონის“, „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ რიგებში ირჯებოდა.

0.117234