კალათბურთი

1:38 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალური მსაჯობა ევროლიგაში და "ვირტუსის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ევროლიგის მე-19 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 83:85 დამარცხდა.

ბერძნებმა 10-ქულიანი უპირატესობა მეორე და მესამე პერიოდში მოიპოვეს, თუმცა, ბოლო მეოთხედში იტალიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და თამაშის გადარჩენასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

ბოლო წამზე ბოლონიელებმა ანგარიშის გათანაბრების ორი მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ზუსტად ვერ ისროლეს და საბოლოოდ, 83:85 წააგეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა რამდენჯერმე „ოლიმპიაკოსის“ სასარგებლოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს.

თორნიკე შენგელიამ 24:21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

იტალიურ გუნდში თორნიკეს გარდა მილოშ ტეოდოშიჩი 21 ქულით და სემი ოჯელეი 13 ქულით გამოირჩნენ. „ოლიმპიაკოსში“ კი საუკეთესოები საშა ვეზენკოვი და კოსტას პაპანიკოლაუ იყვნენ - ბულგარელმა 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ბერძენმა 17 ქულა მიითვალა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა შაკილ მაკისიკსაც, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა.

„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და 11 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 იანვარს, „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120417