„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავის ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც ლუის ჰამილტონი მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს, პირველად 15 თებერვალს გვიჩვენებს. გერმანული გუნდი ფორმულას 1-ის მონაწილეთა შორის მეშვიდეა, რომელმაც ახალი მანქანის პრეზენტაციის თარიღი გამოაცხადა.
ახალი მანქანის სახელია W14. გუნდი იმედოვნებს, რომ პრობლემები, რომლების გამოც, გასულ სეზონში მხოლოდ ერთ მოგებას დასჯერდა, უკან მოიტოვა და ახალ სეზონში კვლავ გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.
W13-ის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ვერტიკალური რყევები ახასიათებდა, რის გამოც, მისი რეალური პოტენციალის ვერ ხერხდებოდა. სეზონის ბოლოს, გუნდმა პრობლემა მეტნაკლებად მოაგვარა, მაგრამ იმის გამო, რომ ინჟინრებმა შეცდომა კონსტრუირების ადრელ ეტაპზე დაუშვეს, მისი ბოლომდე აღმოფხვრა არ მოხერხდა.
შედეგად გუნდი, რომელმაც კონსტრუქტორთა წინა რვა ჩემპიონატი მოიგო, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ბერკლიში ირწმუნებიან, რომ პრობლემის მიზეზი აღმოფხვრეს და ტიტულისთვის საბრძოლველად მზად არიან. „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო კი მომავალ სეზონში თავისი გუნდის მთავარ მეტოქედ, სწორედ „მერსედესს“ ასახელებს...