იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „მილანმა“ ისმაელ ბენასერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბენასერმა „როსონერისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, შესაბამისად, მანამდე თუ გუნდი მას არ გაყიდის, შავ-წითლებში ითამაშებს.
ბენასერი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა და 129 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ალჟირელი ნახევარმცველი „არლ-ავინიონში“, „ტურსა“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.