ფეხბურთი

20:40 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

უკრაინის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. ფეხბურთის ფედერაციამ ალექსანდრ პეტრაკოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა და გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა.

პეტრაკოვი უკრაინის ნაკრებს 2021 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა, როდესაც ანდრეი შევჩენკო შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით უკრაინამ 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 7-ჯერ ფრე ითამაშა და ორჯერ დამარცხდა.

თუმცა, მან გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა ვერ მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ პეტრაკოვი მანამდე უკრაინის 20-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, რომელსაც შესაბამისი ასაკის კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ინგლისის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.122934