ფეხბურთი

14:18 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდელები მესისაც იწვევენ

საუდური „ალ ჰილალი“ პსჟ-ის დიდვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს - გვამცნობს Mundo Deportivo.

კლუბი არგენტინელ გენიოსს ჯამაგირად წელიწადში 280 მილიონ ევროს სთავაზობს. მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედ კონტრაქტს ვადა გაისად ივნისში ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებას აპირებენ.

თუ მესი არაბების წინადადებას დათანხმდა, მისი ხელფასის დიდ ნაწილს სახელწიფო დააფინანსებს.

საუდის არაბეთში მიაჩნიათ, რომ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მათ ქვეყანაში თამაში დიდად შეუწყობს ხელს საფეხბურთო ლიგის პოპულარიზაციას, რაც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შანსებს გაზრდის.

რონალდუმ უკვე გააფორმა 2,5 წლიანი კონტრაქტი „ალ ნასრთან.“ „ალ ჰილალი“ და „ალ ნასრი“ საუდეთის მთავარი დერბია. მას ადგილობრივები „ერ-რიადის დერბისაც’’ უწოდებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.124836
სარეკლამო ადგილი - 99
X x X