ფეხბურთი

11:35 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "კურტუა შესანიშნავია, მაგრამ ჩემს მეკარეს 4-5 კარგი მოგერიება ჰქონდა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მადრიდის „რეალთან“ პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით და გიორგი მამარდაშვილის თამაშსაც ხაზი გაუსვა.

„ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, დიდი მენტალიტეტით ვითამაშეთ და ეს არის გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. არ ვიცი, მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ თუ არა, მაგრამ საგოლე მომენტები გვქონდა და კარგი თამაში ჩავატარეთ.

კურტუა მრავალი წელია წარმოუდგენლად თამაშობს. დღეს ჩემს მეკარესაც ჰქონდა 4-5 ძალიან კარგი მოგერიება. ვიცით, რომ კურტუა შესანიშნავი მეკარეა. პენალტების სერიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოვიგე, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა“, - აღნიშნა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ 5 სეივი მიითვალა, „რეალმა“ „ვალენსია“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

0.113754