ფეხბურთი

10:45 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატის პრომოუშენისთვის ბონუსებს არ მიიღებს

„ალ ნასრმა“ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ დამატებით ბონუსებს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის პრომოუშენს გაუწევდა.



თავდაპირველად, რონალდუს „ალ-ნასრში“ გადასვლის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, სადაც ის 200 მილიონი ხელფასის გარდა, დამატებით ბონუსებსაც მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საუდის არაბეთს პრომოუშენს გაუწევდა, თუმცა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო:

„მისი მთავარი „ალ ნასრი“ და თანაგუნდელების დახმარებაა, რათა კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“ - განაცხადა კლუბმა.

საუდის არაბეთს სურს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან ერთად უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ივარაუდება, რომ მისი დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114003