ფეხბურთი

20:35 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების მწვრთნელად შესაძლოა ანდრეა პირლო დაინიშნოს

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ანდრეა პირლო დაინიშნოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

43 წლის სპეციალისტი ბელგიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებშია, თუმცა ამ ეტაპზე დეტალები ცნობილი არაა. პირლო ამჟამად თურქეთში, „კარაგუმრუკს“ ავარჯიშებს, რომელიც სუპერლიგაში მე-10 ადგილზეა.

ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტს მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება „იუვენტუსშიც“ აქვს, რომელსაც 2020-2021 წლების სეზონში ავარჯიშებდა და ორი ტიტული მოაგებინა - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესის გადადგომის შემდეგ ბელგიის ნაკრები უმწვრთნელოდაა. აქამდე „წითელ ეშმაკებს“ ყველაზე აქტიურად ტიერი ანრის უკავშირებდნენ.

0.122814