„პარი სენ ჟერმენი“ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ მესისთან მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა, თქვა, რომ დეტალების შესახებ არაფერი იცის.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენმა დირექტორთა საბჭომ მისი ახალი კონტრაქტი განიხილა, სხვა არაფერი ვიცი. ვხედავ, რომ ლეო პარიზში ძალიან ბედნიერია“, - თქვა გალტიემ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და 53 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. პარიზულ გუნდთან მას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ფრანგული მედიის ცნობით, ახალ კონტრაქტზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.