ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის შესახებ ისაუბრა. ძოფს კარიერის განმავლობაში ნეაპოლელთა რიგებშიც აქვს ნათამაშები და ტურინელთა რიგებშიც, შესაბამისად, ორივე გუნდს ძალიან კარგად იცნობს.
ძოფის აზრით, ამ თამაშის მთავარი გმირობა „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას და „იუვედან“ ფედერიკო კიეზას შეუძლიათ.
„არ მგონია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ეს გადამწყვეტი თამაში იყოს, რადგან წინ მთელი მეორე წრეა. თუმცა, ცხადია, რომ „ნაპოლის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ტიტულის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, უფრო მეტად „იუვენტუსისთვისაა“ სარისკო თამაში, რადგან შეცდომის უფლება ალეგრის გუნდს აღარ აქვს, 10 ქულის ამოქაჩვა ადვილი არ იქნება.
ორი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია? კვარაცხელია და კიეზა. ორი გარემარბი, რომლებიც მეტოქეებს ატყუებენ და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან“, - თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.